ლიას ბლოგი
Monday, July 17, 2017
რეფლექსია
ინტელის ტრენინგზე შევისწავლე პროექტის მომზადების წესები. ვისწავლე , როგორ უნდა ვაწარმოოთ პროექტების სწავლება. მომეწონა დრაივზე მუშაობა და პროექტზე მუშაობის დაგეგმის თანმიმდევრობა. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ელენე ბეთლემიშვილს საინტერესო ტრენინგისათვის.
Tuesday, July 11, 2017
მოსწავლის ნიმუში
მოსწავლეთა ნიმუშის შექმნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გავიგო მოსწავლეთა საჭიროებები, რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდე.მუშაობის პროცესში,როგორ მოვეხმარო მათ.
Wednesday, July 5, 2017
ჩემი იდეა
გადავწყვიტე ჩემს კლასში განვახორციელე პროექტი რობოტების გაცვლა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები შექმნიან გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით რობოტებს. რობოტების აწყობის შემდეგ ისინი აღწერით ტექსტებს შეთხზავენ
თავიანთი ქმნილებების შესახებ. მოსწავლეები გაცვლიან აღწერით ტექსტებს პარტნიორ კლასთან და ვირტუალური მეგობრები შეეცდებიან,
წერილობით აღწერაზე დაყრდნობით, ზუსტად აღადგინონ რობოტები. ბავშვები მიღებულ
გამოსახულებებს დაასკანერებენ და ერთმანეთში
გაცვლიან. აქტივობის შედეგების საფუძველზე, ისინი დაინახავენ და გააცნობიერებენ
წერილის ძალას. ამასთან, მოსწავლეები
შეიძენენ აღწერითი ტექსტების შედგენის უნარ-ჩვევებს და გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით სხვადასხვა ფიგურების აწყობის შესაძლებლობებს.
გავიზიარებ ჩემი კოლეგის აზრსა და შენიშვნებს.
გავიზიარებ ჩემი კოლეგის აზრსა და შენიშვნებს.
Wednesday, June 28, 2017
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
საკვანძო კითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო
უნარები. სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები.
Tuesday, June 27, 2017
რამდენად მნიშვნელოვანია პროექტით სწავლება სკოლაში
ბავშვები
საკითხს სწავლობენ სიღრმისეულად. აქვთ საკუთარი თავისადმი რწმენა, უნარ-ჩვევების
კომპლექსური განვითარება. შეფასების
მრავალმხრივი ფორმის გამოყენება.
ბავშვების ერთმანეთთან თანამსრომლობა და კომუნიკაცია.
Subscribe to:
Posts (Atom)