Wednesday, July 5, 2017

ჩემი იდეა

გადავწყვიტე ჩემს კლასში განვახორციელე პროექტი რობოტების გაცვლა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები  შექმნიან გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით რობოტებს. რობოტების აწყობის  შემდეგ ისინი აღწერით ტექსტებს შეთხზავენ თავიანთი ქმნილებების შესახებ. მოსწავლეები გაცვლიან აღწერით ტექსტებს პარტნიორ კლასთან და ვირტუალური მეგობრები შეეცდებიან, წერილობით აღწერაზე დაყრდნობით, ზუსტად აღადგინონ რობოტები. ბავშვები მიღებულ გამოსახულებებს დაასკანერებენ და ერთმანეთში გაცვლიან. აქტივობის შედეგების საფუძველზე, ისინი დაინახავენ და გააცნობიერებენ წერილის ძალას.  ამასთან, მოსწავლეები შეიძენენ აღწერითი ტექსტების შედგენის უნარ-ჩვევებს და გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით სხვადასხვა ფიგურების აწყობის შესაძლებლობებს.
გავიზიარებ ჩემი კოლეგის აზრსა და შენიშვნებს.

2 comments:

  1. თქვენი იდეა ძალიან მომეწონა,ბავშვებს ხომ ძალიან უყვართ რობოტები. გისურვებ წარმატებებს.

    ReplyDelete
  2. ანიკო ძვირფასო დიდი მადლობა.

    ReplyDelete