Monday, July 17, 2017

რეფლექსია

ინტელის ტრენინგზე შევისწავლე პროექტის მომზადების წესები. ვისწავლე , როგორ უნდა ვაწარმოოთ პროექტების სწავლება. მომეწონა დრაივზე მუშაობა და  პროექტზე მუშაობის დაგეგმის თანმიმდევრობა. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ელენე ბეთლემიშვილს საინტერესო ტრენინგისათვის.

ჩემი პროექტი

პროექტის  პორტფოლიო

Tuesday, July 11, 2017

მოსწავლის ნიმუში

მოსწავლეთა ნიმუშის შექმნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გავიგო მოსწავლეთა საჭიროებები, რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდე.მუშაობის პროცესში,როგორ მოვეხმარო მათ.

მოსწავლის ნიმუში

Wednesday, July 5, 2017

ჩემი იდეა

გადავწყვიტე ჩემს კლასში განვახორციელე პროექტი რობოტების გაცვლა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები  შექმნიან გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით რობოტებს. რობოტების აწყობის  შემდეგ ისინი აღწერით ტექსტებს შეთხზავენ თავიანთი ქმნილებების შესახებ. მოსწავლეები გაცვლიან აღწერით ტექსტებს პარტნიორ კლასთან და ვირტუალური მეგობრები შეეცდებიან, წერილობით აღწერაზე დაყრდნობით, ზუსტად აღადგინონ რობოტები. ბავშვები მიღებულ გამოსახულებებს დაასკანერებენ და ერთმანეთში გაცვლიან. აქტივობის შედეგების საფუძველზე, ისინი დაინახავენ და გააცნობიერებენ წერილის ძალას.  ამასთან, მოსწავლეები შეიძენენ აღწერითი ტექსტების შედგენის უნარ-ჩვევებს და გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით სხვადასხვა ფიგურების აწყობის შესაძლებლობებს.
გავიზიარებ ჩემი კოლეგის აზრსა და შენიშვნებს.